თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი 3 ქართველი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 13:50
თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი 3 ქართველი გაათავისუფლეს

თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვაში ბრალდებული, 18 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ 1tv.ge ინფორმაციას Haberturk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაცით, პოლიციამ სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში ჩაატარა.

300-ზე მეტმა პოლიციელმა 3 სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული.

გამოძიების ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციაში ცრუ დაპირების საფუძველზე ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაპირდნენ. შემდეგ კი პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

თურქული მედიის ცნობით, სამივე ქალი გაათავისუფლეს და ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.

ტეგები