კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 15:34
კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სამუშაოების დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოიკვეთა და მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა.

„თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და გადაუდებელი წესით განვახორციელეთ შესყიდვა. როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, გამოჩნდა კიდევ უფრო მეტი პრობლემები - დაზიანებულია საყრდენები და კოჭები, შესაბამისად, ამ კონკრეტული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოგვიწევს. პროექტის
მიხედვით, რეაბილიტაცია ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც იკვეთება, დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბოდიში უნდა მოვუხადო მძღოლებს შეფერხებისთვის, მაგრამ ჩამონგრევის საშიშროება იყო. ამჟამად კი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.

ტეგები