პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა - ქართველი ემიგრანტი გერმანელ მოსამართლესაც კი შეეცოდა
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 16:00
 პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა - ქართველი ემიგრანტი გერმანელ მოსამართლესაც კი შეეცოდა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყმენს.

"მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება - საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა - განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობი თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო :( მერე პაუზა, მოსამართლე აჯამემდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავატო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქვიელიაო....და ბოლოს თქვა - თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი", - წერს გეგჭკორი.

ტეგები