არ არსებობს საკლუბო ნარკოტიკი, მათ შეუძლიათ ფატალური შედეგები გამოიღონ - სერგეენკო
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 17:56
არ არსებობს საკლუბო ნარკოტიკი, მათ შეუძლიათ ფატალური შედეგები გამოიღონ - სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შსს და ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები. მისი განმარტებით, მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა. ამის შესახებ 1TV.GE წერს.

მისი თქმით, თუ ობიექტური თვალით შევხედავთ შსს-ს მიერ დაკავებულ გამსაღებელთა რაოდენობას, ეს აქტივობა ვერ ჩაითვლება სუსტად და არაეფექტურად.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

“ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა”, – აღნიშნა მინისტრმა.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში, სავარაუდოდ, ე.წ.კლუბური ნარკოტიკით "მეფედრონით" რამდენიმეახალგაზრდა გარდაიცვალა.

ტეგები