გახშირებული სიკვდილიანობა - "თეთრი ხმაური" ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 18:55
გახშირებული სიკვდილიანობა - "თეთრი ხმაური" ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენლები ბოლო დროს ნარკოტიკით გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ სერგეენკოს უწყება ტრაგიკულ მოვლენებში საკუთარ როლს ვერ აცნობიერებს და სრულად უმოქმედოა. ამის შესახებ  "პირველი რადიო" წერს.

„ჩვენ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა გახდა ამ ადამიანების მოწამვლის თუ გარდაცვალების მიზეზი. ეს არის ტიპიური ჯანდაცვითი პრობლემა, როდესაც ადამიანების მასიური მოწამვლა ხდება ან გარდაცვალება. ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება ჩვენ დღეს არ მოგვისმენია,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა დავით სუბელიანმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ე.წ. "მეფედრონით" 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა. 15-ზე მეტი კი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.

ტეგები