"ვარდების რევოლუციაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო"
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 20:51
"ვარდების რევოლუციაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო"

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ვარდების რევოლუციაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. გინდა გააუქმეთ, გინდა კალენდრიდან ამოშალეთ, ვის აღელვებს თქვენი მდაბიო ინსტინქტები, რეგვენო ქოცებო", - წერს გვარამია ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

მოედანი შეიქმნა 1983 წელს და რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, მას 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა.

ტეგები