ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში საქართველო სარჩელს შეიტანს
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 21:33
ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში საქართველო სარჩელს შეიტანს

საქართველო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა უკვე სრულდება და დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეგზავნება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტატუნაშვილს ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს, რის გამოც მისი ექსპერტიზა გაჭიანურდა. 

ტეგები