ხვალ ელექტროავტობუსის პრეზენტაცია გაიმართება
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 22:56
ხვალ ელექტროავტობუსის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე, კომპანია "ფრეგობასი" ელექტროავტობუსის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გერმანული კომპანია “EURABUS"-ის გენერალური დირექტორი ქრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და "ფრეგობასის"
წარმომადგენლები დაესწრებიან.

ავტობუსი ორი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. ტესტირების პროცესის მიზანია ელექტოავტობუსების ტექნიკური
მახასიათებლების გამოცდა ქალაქის ინფრასტურუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით.

ტეგები