ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა - არჩილ ტატუნაშვილის მამა ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ითხოვს
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2018 12:41
ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა - არჩილ ტატუნაშვილის მამა ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ითხოვს

არჩილ ტატუნაშვილის მამა მოითხოვს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ იმის დასადასტურება, რომ მისი შვილი ნაწამებია, ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია.

“ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა რატომ არ დადეს, არ ვიცი. შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა და თითებიც ხელმეორედ აქვს აწყობილი. ორგანოების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩემი შვილი ნაწამებია და ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს ტელეფონში“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, მისი თქმით, ეს მან გუშინ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლისგან შეიტყო.

ტეგები