ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2018 17:16
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9 მაისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4495 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4512 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0017-ით გამყარდა

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9098 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9226 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0128-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3107 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3177 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0070 -ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5714 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5753 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0039-ით გამყარდა.

ტეგები