გერმანია უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში საქართველოს შეყვანას უახლოეს მომავალში აპირებს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2018 13:11
გერმანია უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში საქართველოს შეყვანას უახლოეს მომავალში აპირებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც დეპორტაციას გააადვილებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დოიჩე ველე“ აქვეყნებს 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკასაც. როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის. ამასთან, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ქართველების უმეტესობა, 75% ქურდობაზე დააკავეს.

ამასთან, “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ჰორსტ ზეეჰოფერი აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებამაც განაპირობა.

ტეგები