უკრაინიდან რუსი ჟურნალისტები გააძევეს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2018 15:44
უკრაინიდან რუსი ჟურნალისტები გააძევეს

უკრაინიდან 2 რუსი ჟურნალისტი გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს ტელეარხების „Россия“-სა და „პირველი არხის“ ჟურნალისტებს, ვალენტინ სოლოვიოვსა და ოლგა იურევას.

უწყების განმარტებით, ჟურნალისტები გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ტენდენციურ სიუჟეტებს ამზადებდნენ, რითიც უკრაინის დისკრედიტაცია უნდა მოეხდინათ. ჟურნალისტებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აეკრძალათ.

ტეგები