ქუთაისი „სუპერლიგის“ ნახევარფინალისტია
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2018 19:29 · 45 ნახვა
ქუთაისი „სუპერლიგის“ ნახევარფინალისტია

საქართველოს საკალათბურთო „სუპერლიგაში“ მესამე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა – ჩემპიონატის ნახევარფინალში „ქუთაისი“ ითამაშებს.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მარნეულის „დელტა“ მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოპიოვა. შეხვედრა „ქუთაისმა“ 13 ქულიანი სხვაობით 83:70 მოიგო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით „დელტას“ კალათბურთელი ლევან ელიაძე გახდა. „ქუთასის“ შემადგენლობაში კი 19 ქულით საუკეთესო აკაკი ლომოური იყო.

კოტე ტუღუშის გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე „რუსთავსა“ და „ბათუმს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა აღნიშნულ კლუბებს შორის ხვალ, 19 საათზე ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

ტეგები