პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2018 19:33
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, 7 მაისს თელავივის აეროპორტში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დააკავეს, რომელიც ისრაელში კიევი-თელავივის რეისით ჩაფრინდა.

ისრაელში არ შეუშვეს არც ერთ მგზავრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა.

უცნობია, რჩება თუ არა პატიმრობაში ოხანაშვილი. დაკავებას უარყოფს მისი მეუღლე ეკა შიოლაშივლი.

შეგახსენებთ, რომ ოხანაშილი ციანიდის საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პეტერბურგში, მერიის ერთ–ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსის პოზიციას იკავებდა.
 

ტეგები