გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2018 22:24
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს.ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ავიარეისი დუსელდორფიდან ცოტა ხნის წინ დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს, მათ შორის არის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული.

ტეგები