„ევროვიზიაზე" დღეს ქართული ჯგუფი „ირიაო“ იმღერებს
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 10:15
„ევროვიზიაზე" დღეს ქართული ჯგუფი „ირიაო“ იმღერებს

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ სიმღერით „შენი გულისთვის“ წარსდგება.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ. თავის თავის არჩევანს  გააკეთებს  ჟიურიც.

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის წესს, თუ ცხოვრობთ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიასი, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, უნდა გადართოთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით.

ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოთ ან გაგზავნოთ 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა.

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება.
 

ტეგები