ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის ყრილობას დაესწრებიან
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 12:15 · 62 ნახვა
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის ყრილობას დაესწრებიან

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის ყრილობას დაესწრებიან. ამის შესახებ ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტისა განაცხადა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ნაკრების წევრები მიესალმებიან სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას საკითხის განსახილველად კომისია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ისინი დღეს დაგეგმილ ყრილობაზე მივლენ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს კონკრეტულ კითხვებს დაუსვამენ.

“ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის განცხადება და მადლობა მინდა გადავუხადო ყურადღებისთვის. ჩვენთვის მისაღებია აღნიშნული პოზიცია, თუმცა ჩვენ დღეს მივდივართ “ბილტმორში” ყრილობაზე და ყველა ერთად გავესაუბრებით ბატონ დავით ქევხიშვილს. დავუსვამთ შეკითხვებს რაც დაგვიგროვდა და კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ძიუდოს მწვრთნელის, გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით, გამორიცხულია სიტუაციის გამწვავება და დღევანდელი შეხვედრა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

ტეგები