ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმეში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 12:40
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმეში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

ინტერნეტის გამოყენებით, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით ორი პირის დაკავების შესახებ შსს-მ 8 მაისს განაცხადა.

ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

ტეგები