"დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!"
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 14:40
"დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"აქ იმდენი სისულელე წავიკითხე სიღარიბეზე და სიმსუქნეზე, რომ აუციკებლად უნდა ვთქვა:

მთელი ჩემი ბავშვობა სიღარიბეში გავატარე. დედაჩემი და მამაჩდმი ჯერ კიდევ მაშინ გავიდნენ პენსიაზე, როდესაც მე 12-13 წლის ვიყავი. არც მანამდე გვილხინდა, მაგრამ ყველას გახსოვთ რამდენი იყო პენსია 90-იან წლებში. ჩვენი სამსულიანი ოჯახის ძირითადი შემისავალი იყო დედაჩემის 14 ლარიანი პენსია და მაამჩენის ასვე 14 ლარიანი პენსია, ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი საქაეთველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო, იძულებული გახდა პროფილაქტიაში ყარაულად დაეწყო მუშაობა, სადაც თვეში 70 ლარს უხდიდნენ ანუ ჩვეი მთლიანი შემოსავალი თვეში 100 ლარს ძლივს აღწევდა ისიც არა ყოველთვის. ეს 100 ლარი უნდა გვყოფნიდა, როგოეც საკვებზე, ისე გათბობაზე, დედაჩემის წამლებზე და ყველა სხვა იმ ხარჯზე, რომელიც ოჯახს აქვს. ასე გავატარეთ მთელი 90-იანები და გარწმუნებთ ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა სიმსუქნე ნამდილად არ ყოფულა. ტკბილეულს მარტო მაშინ ვჭამდი, როცა ნათესავებთან, ან მეზობელთან მივიდოდი სტუმრად. სნიკერსი მაგალითად პირვრლად, მგონი 21-ე საუკუნეში ვჭამე, როცა უკვე უნივერსიტეტიც დამთავრებული მქონდა.

ასე რომ შეეშვით სისულელეების ბოდვას, რომ თურმე სიმსუქნე პირველ რიგში ღარიბების დაავადებაა. თქვენ როგორც გატყობთ ღარიბი და საშუალო შემოსავლის ადამიანი ერთმანეთში გერევათ, ამიტომ არ გვინდა აქ ჭკვიანი სახეებით სისულელეების ლაპარაკი და ყველაფრის ექსპერტობა. დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება!", - წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობაში ჭარბწონიანობის შესამცირებლად საკანონმდებლო რეგულაციები უნდა შეიქმნას, შესაბამისად, ტკბილეულზე ფასების ზრდაც უნდა მოხდეს.

ტეგები