აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ N85-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 15:38
აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ N85-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა

ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ გრძელდება. გამწვანების აქცია ამჯერად, N85-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისნის რაიონის
გამგებელმა კახა კაბუჩიძემ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, წიწვოვანი მარადმწვანე ხეები და ბუჩქები დარგო.

ღონისძიებაში ასევე, ისნის რაიონში მდებარე სოციალური თერაპიის სახლში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ, რომელთაც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ხელნაკეთი „ჩიტის სახლები“ დაამზადეს.

მხატვრულად გაფორმებული სახლები სკოლის ეზოს ტერიტორიაზე არსებულ ხეებზე განთავსდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ეზოს კედლები
თემატური კომპოზიციებით მოხატეს.

ისნის რაიონის გამგეობა აქციას „გაამწვანე შენი უბანი“ რგვების სეზონის ბოლომდე განაგრძობს და მწვანე სივრცეებს კიდევ არაერთ მისამართზე მოაწყობს.

ტეგები