"გთხოვთ, მიეცით ტასუნას შანსი, რომ იცოცხლოს"
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 21:54
"გთხოვთ, მიეცით ტასუნას შანსი, რომ იცოცხლოს"

სოციალურ ქსელის მომხმარებელი, ნატალია ხატიაშვილი ფეისბუქ ჯგუფში "ემიგრანტები იტალიაში" პოსტს აქვეყნებს და პატარა ტასუნას გადასარჩენად თანადგომას ითხოვს.

"გუშინ ანასტასია მეუბნებ: დედა, მე რო გავიზრდები, ექიმი უნდა გამოვიდე. ავაშენებ დიდ საავადმყოფოს და ბავშვებს უფულოდ გავუკეთებ ნემსებსო. ბავშვი ხვდება, რომ თანხის გამო ვერ ვმკირნალობთ. კია 4 წლის მარა ყველაფერს კარგად ხვდება. ძალიან გთხოვთ, მიეცით ტასუნას შანსი, რომ იცოცხლოს და ჰქონდეს ლაღი ბავშვობა. ბავშვი დაიტანჯა. ერთი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ვერ წავედით თანხა ვერ შეგროვდა ჯერჯერობით. ერთი წლის წინ ანასტასია მოხვდა ციციშვილის კლინიკაში იშვიათ დაავადებათა გამყოფილებაში, სადაც იწვა 6 თვის მანძილზე. ანასტასიას ქონდა სისხლი, შარდში და განავალში ტანზე ჩაქცევები. ლიმბახში დაუდგინდა მწვავე ნეფრიტული სინდრომი და ბორელიოზი. ვიმკირნალეთ ჩვენი სახსრებით სტამბულში, სადაც დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა, გაუკეთეს თირკმლის და ნაწლავის იმუნოჰისტოქიმია და დადგინდა ჰემორაგიული ვასკულოტი სისხლძარღვთა დაავადება. ვმკურნალობთ როგორც შეგვიძლია ჩვენი ხარჯებით. ამჟამად სიტუაცი გართულდა. ტასო ისევ საავადმყოფოშია. ისევ სისხლი, შარდში და გემოგლობინი 51. სასწრაფოდ მიგვყავს საფრანგეთში მხოლოდ გზის ფულს ვაგროვებთ, რომელიც შეადგენს 600 ევროს. აქედან რაც სწრაფად ჩავა ბავშვი, მით სწრაფაფ გადავარჩენთ მის სიცოცხლეს. იქ გველოდებიან ქალაქ ბორდოში,სადაც მკურნალობა უფასოა. ანასტასიას ძალიან სჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება. თუ ვერ ეხმარებით ძალიან გთხოვთ გააზიაროთ..ანასტასიას დასახმარებლად.↪️↪️.☎️☎️

ტეგები