ელონ მასკი შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 22:07
ელონ მასკი შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tesla-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ,  გიორგი ჩიქოვანმა „საქმის კურსში" განაცხადა, ელინ მასკი საქართველოში დაპატიჟეს.  

„ვიცით რომ ელონ მასკი დაინტერესებულია, ახალი ტექნოლოგიების არა მარტო ამერიკაში არამედ სხვა ქვეყნებში დანერგით. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები და გვინდა რომ დავპატიჟოთ საქართველოში. მაისის ბოლოს პირველი შეხვედრა შედგება მათ წარმომადგენელთან. ჩვენი მთავარი ინტერესი არის, ის რომ გავიგოთ რა ინერგება მათთან და რისი შემოთავაზება შეუძლიათ, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ განახლებადობის დანერგვას", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ტეგები