ახალშობილის მკვლელობა - სამტრედიაში საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 23:33
ახალშობილის მკვლელობა - სამტრედიაში საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

სამტრედიაში, თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოს ორმოდან ჩვილი ამოიყვანეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას imereti.news ავრცელებს.

თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა კაცმა, ორმოში რაღაც დაინახა და ამოყვანა სცადა. ამოყვანის შემდეგ ნახა, რომ ორმოში გარდაცვლილი ჩვილი იმყოფებოდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკპაჟები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ტეგები