ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2018 18:02
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11 მაისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4505 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4495 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0010-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9129 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9098 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0031-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3349 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3107 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0242-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5733 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5714 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0019-ით გაუფასურდა.

ტეგები