ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 05 / 2018 19:14
ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაბრუნება შიშით არის განპირობებული. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო, რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლის და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება. ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად, ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით. ასე, რომ ივანიშვილს სწორად ეშინია, მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში, ნამდვილად არ დავტოვებ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტეგები