საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში ერთდროულად ჩატარდა - „გალერი“-ს იურისტი
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 10:35
საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში ერთდროულად ჩატარდა - „გალერი“-ს იურისტი

„გალერის“ იურისტი ხათუნა ხურცილავა აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში ერთდროულად ჩატარდა.

იურისტის თქმით, მათ დაწესებულებაში ჩხრეკა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ამოიღეს გაურკვეველი ნივთიერება, თუ რა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენგან ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულია დაცვის უფროსი ვიქტორ ჯანეტაშვილი – ადგილზე გავარკვევ ახლა ყველაფერს. ნარკორეალიზატორი ჩვენთან არ დაუკავებიათ.

ერთი დღით დაიკეტა კაფე „გალერი“ – ერთი განჩინებით მოხდა ხუთ კლუბში საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის არის „ბასიანი“, „გალერი“, „მტკვარი“. ერთდროულად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა იურისტმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებულები არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

ტეგები