„ბასიანსა“ და „გალერიში“ მომხდარ ფაქტს ბათუმსა და ქუთაისშიც აპროტესტებენ
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 15:44
„ბასიანსა“ და „გალერიში“ მომხდარ ფაქტს ბათუმსა და ქუთაისშიც აპროტესტებენ

„ჩვენ მოვიგებთ ომს", „თავისუფლებასთან წააგებთ", „ჩვენი თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგებით თბილისის აქციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. თეთრ ხიდზე ადგილობრივები შეიკრიბნენ და გუშინ თბილისში კლუბ ბასიანსა და გალერიში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს.

შეკრებილები სახელმწიფოს მოუწოდებენ, შეიცვალოს უხეში ფორმებით მოქმედება და მოხდეს ნარკოპოლტიკის ლიბერალიზაცია. აქციის მონაწილეები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. აქციის ერთ ერთი ორგანიზატორია პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩი".

აქცია იმართება ბათუმშიც. იქ მონაწილეების ლოზუნგია - „ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ“.

აქცია ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს. 

ტეგები