ბათუმში აქციაზე დაკავებულები პოლიციამ ხელწერილით გაუშვა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 17:03
ბათუმში აქციაზე დაკავებულები პოლიციამ ხელწერილით გაუშვა

ბათუმის იზოლატორიდან „თეთრი ხმაურის“ სოლიდარობის აქციის დაკავებული ორგანიზატორები გაათავისუფლეს. პოლიციამ მათ გათავისუფლებამდე ხელწერილი დააწერინა.

აქციის ორგანიზატორებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებოდათ.

სოლიდარობის აქცია თბილისის პარალელურად ბათუმშიც 3 საათზე დაიწყო.აქციის მონაწილეებმა გუშინ თბილისში კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმის შეჭრა გააპროტესტეს.

ტეგები