შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაუთმო
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 17:08
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაუთმო

პოლიციამ, რომელიც ამ დრომდე მომიტინგეებს მანქანის სავალ ნაწილზე არ უშვებდა, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საშუალება მისცა.

ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანში” და კლუბ „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.
 

ტეგები