პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმყოფება
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 17:26
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმყოფება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისი განმარტებით,"თეთრი ხმაურის მოძრაობისა"და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დავალებით იმყოფება, ვინაიდან თვალყური ადევნოს აქციას,სადაც მოქალაქეები საკუთარ უფლებებს კონტიტუცოურად გამოხატავენ.

"ჩვენ აქ ვართ პრეზიდენტის დავალებით. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე აქციას. მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი, მათ შორის, პროტესტი და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დღეს ადამიანებმა კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად შეძლონ სარგებლობა. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენას, ყველა ფაქტი და გარემოება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უნდა გახდეს ძალიან სწრაფი, მიუკერძოებელი და დეტალური შესწავლის საგანი. საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს" , - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ტეგები