რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 17:39
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ, - ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, დავით სუბელიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა კარგად გავიაზროთ, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. 

ტეგები