ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების ნაწილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 18:13
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების ნაწილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ საქმის მასალები დღესვე გადაეცემათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.
 

ტეგები