აქციის მონაწილეები პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 18:38
აქციის მონაწილეები პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის გარეთ" მონაწილეები პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, კლუბებში გუშინ განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციასთან.

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ძალას გადაამეტეს და მათი ქმედებები მიმართული იყო კლუბებში მყოფი პირების დაშინებისა და დასჯისკენ.

აქციის მონაწილეების შეფასებით, სახელმწიფო თავისუფლების წინააღმდეგ გამოდის. მოცემულ ვითარებაში ისინი ითხოვენ, თანამდებობები დატოვონ მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.

ტეგები