სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 20:08
სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შემთხვევა 11 მაისს, თბილისში მოხდა.

„ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი, 1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.



 

ტეგები