„მე არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა!“ - ნინი ქარსელაძე
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2018 23:02
„მე არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა!“ - ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე გუშინდელ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გუშინდელი ღამე ყველასთვის იყო ძალიან მძიმე. ჩემი აზრით იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპისკენ გეზი აქვს მნიშვნელოვანია იყოს კარგი ღამის კლუბები, სადაც ადამიანები მივლენ მუსიკის მოსასმენად, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე. ეს სპეცოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ ქალაქში და ქვეყანაში აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა. ქართველი ხალხისთვის ვიზულაური მხარე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ 2012 წელს ეს კარგდ ვნახეთ, სანამ ციხის კადრები არ გვაჩვენეს, მანამ ხმას არ იღებდა არავინ. ზუსტად ამიტომ მოხდა გუშინდელი ფაქტი, რომ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ ბარიგები თავისუფლად ასაღებენ ნარკოტიკს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოდური გახდა პლიციელის შეურაცხყოფა. მე არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა, ვუთხრათ ყველამ არა ნარკოტიკს!“ - წერს ნინი ქარსელაძე.

ტეგები