პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ ორი პირი ამხილა
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 10:36
პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ ორი პირი ამხილა

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდა. 

სამართალდამცველებმა ორი მოჩხუბარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გამოავლინეს და ხელწერილით გაუშვეს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, აქციას ამ დროისთვის წყვეტენ. მისივე ცნობით, აქცია 15:00 საათზე განახლდება.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტეგები