"თეთრი ხმაურის" მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 11:13
"თეთრი ხმაურის" მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"თეთრი ხმაურის" მოძრაობა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აქციას წყვეტენ. ამის შსახებ საუბარია მოძრაობის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

"მეგობრებო, დროებით შევწყვიტეთ აქცია, რათა თავიდან აგვერიდებინა სიტუაციის გამწვავება. დილით პოლიციამ უკანონოდ აგვაშლევინა კარვები და ასევე გამთენიისას ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებს. საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აქციის განახლების გეგმაზე. ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით,"- წერს მოძრაობა.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 



 

ტეგები