ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ, რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ, როცა ისინი დაარბიეს - ბექა წიქარიშვილი
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 15:36
ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ, რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ, როცა ისინი დაარბიეს - ბექა წიქარიშვილი

პარლამენტთან შეკრებილმა "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცხრა აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ IPN წერს.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, ამ სიმბოლური ჟესტით გამოეხმაურნენ იმ უკმაყოფილებას, რომელიც სოციალურ ქსელებში აქციის მონაწილეების მიერ გუშინ მემორიალზე ცეკვას მოჰყვა.

"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ გმირებს. ვიცით, რომ ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და დღეს რომ აქ ვდგავართ, მათი დამსახურებაა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ღვაწლის წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როცა ისინი დაარბიეს. ისინი რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ, ასევე მოიქცეოდნენ",- განაცხადა წიქარიშვილმა.

გუშინ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ტეგები