"კონტრაქციის ყველა ორგანიზატორი უნდა დააპატიმრონ, თუ პარლამენტისკენ დაიძრება ეს მარში" - სოსო გალუმაშვილი
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 19:09 · 740 ნახვა
"კონტრაქციის ყველა ორგანიზატორი უნდა დააპატიმრონ, თუ პარლამენტისკენ დაიძრება ეს მარში" - სოსო გალუმაშვილი

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს დამფუძნებელი, სოსო გალუმაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასა და კონტრაქციას ეხმაურება.

"ჩემი მოკრძალებული აზრით, კონტრაქციის ყველა ორგანიზატორი უნდა დააპატიმრონ, თუ პარლამენტისკენ დაიძრება ეს მარში.
მიზეზი: სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება.

პოლიციამ რესპუბლიკის მოედნამდეც კი არ უნდა მიუშვას ეს ხალხი.

არის უამრავი ადგილი, სადაც შეიძლება ნებისმიერი მიტინგის თუ თავყრილობის ჩატარება და არ არის აუცილებელი მანიფესტაციის ჩატარება კონტრმოთხოვნებით იმავე ადგილზე, სადაც უკვე ტარდება საპროტესტო აქცია", - წერს გალუმაშვილი.

თბილისში , რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" საპროტესტო აქციას მიმდინარეობს. ამ აქციის საპირისპიროდ, „სამოქალაქო ეროვნული ერთობაც“ აქციას მართავს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა.

გუშინ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

ტეგები