"თეთრი ხმაურის" მხარდამჭერები საქართველოს ჰიმნს მღერიან, კონტრაქციაზე - ლოცულობენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 19:59 · 219 ნახვა
"თეთრი ხმაურის" მხარდამჭერები საქართველოს ჰიმნს მღერიან, კონტრაქციაზე - ლოცულობენ (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" გრძელდება. აქციაზე, დემონსტრანტებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ინფორმაციას on.ge  ავრცელებს.

ამ აქციის საპირისპიროდ, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის მიმდებარედ ულტრანაციონალისტური ჯგუფების კონტრაქტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიასთან სანთლები დაანთეს და ლოცვა მამაო ჩვენო წაიკითხეს. კონტრაქციაზე ჰომოფობიურ და ძალადობრივ განცხადებებს აკეთებენ.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს ღამეს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

ტეგები