სააკაშვილი მომხრეებს მიმართავს
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2018 00:12 · 406 ნახვა
სააკაშვილი მომხრეებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მიმართავს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით", წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები