"პოლიტიკური მანიპულირებით და შეცდომით სხვა გზაზე გადახვეულ აქციაზე ვერ დაგიდექით გვერდში"
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2018 12:39
"პოლიტიკური მანიპულირებით და შეცდომით სხვა გზაზე გადახვეულ აქციაზე ვერ დაგიდექით გვერდში"

"მივმართავ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს!

გუშინ ღამე ჩემს მეგობართან მომივიდა შელაპარაკება და მინდა ჩემი აზრი და გულისტკივილი გამოვთქვა! სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავისულებისთვის ბრძოლაში მრავალჯერ გვაქვს მეც და ჩემ ოჯახსაც მონაწილეობა მიღებული და ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურადაც დავზიანებულვართ. სამწუხაროდ, ვიცით რა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! იმ დიდ ნაწილს, ვინც 2 დღე აქციაზე იდექით და ყველა თქვენი სიმართლისთვის იბრძოდით არ გამტყუნებთ, პიროქით, მესმის თქვენი. უბრალოდ, პოლიტიკური მანიპულირებით და შეცდომით სხვა გზაზე გადახვეულ აქციაზე ვერ დაგიდექით გვერდში, ყველას ჩვენი აზრი და სიმართლე გვაქვს! გთხოვთ, ნუ დავკარგავთ ერთმანეთს აზრთა სხვადასხვაობის და მართული ძალების გამო! როგორც ვატყობ სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს სიმართლისთვის ერთად ბრძოლა. ამიტომ არ დავკარგოთ ერთმანეთი. თავისუფლება აზრთა სხვადასხვაობაშია! თუ რამე გაწყენინეთ ბოდიში! სიკეთე გადამდებია #გიორგი გახარია", - წერს ბექა ხოფერია.

ტეგები