"არ მასვენებს გამჩენი"
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2018 16:10
"არ მასვენებს გამჩენი"

"არ მასვენებს გამჩენი

1. თუ პრემიერის და ხელისუფლების ცვლილებას ითხოვთ ისიც უნდა იცოდეთ ვინ მოგყავთ. ან თავად უნდა გადაკეთდეთ პარტიად ან სხვებს ენდოთ;

2. პარტიებს არ გავიკარებთ მერე იმათობას ან ამათობას დაგვაბრალებენ მოტივით არასერიოზულია, ბარიგების მფარველობას გაბრალებენ და დავიჯერო ამაზე უარესია? :( კიდევ იმიტომ რაც პირველ პუნქტში წერია;

3. ათასობით ადამიანი ქუჩაში რომ გამოდის, ორგანიზატორი რომ ხარ და ამხელა პროცესს მართავ პოლიტიკის ნაწილი ხარ, იმ წუთიერ პოლიტიკას აკეთებ და ეს კეკლუცობა ძალიან არასერიოზულია კიდევ ერთხელ;

4. თუ თვლით რომ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობთ, მაშინ იმ პოლიციის უფროსს რაზე ელაპარაკები? პოლიციური სახელმწიფო რაღაც ისეთი, "უი ცუდი ბიჭი ხარ" ამბავი არ არის, ეს ყველაზე მძიმე ბრალდებაა თანამედროვე სახელმწიფოში რაც შეიძლება ადამიანს დააბრალო;

5. ძალადობისკენ მოწოდება, განადგურების მუქარა, ფაშისტური სალამი და მსგავსი სიტყვის თავისუფლების ნაწილი არ არის ჩემო პოლიტკოსებისგან გამიჯნულო, ვაიმე არაფერი დამაბრალონ ძვირფასებო. ასეთი სიტყვა არსად სარგებლობს კონსტიტუციური დაცვის უფლებით. 

6. მოწოდებები მოძალადეების მიმართ ერთად ვიბრძოლოთო, საერთოდ გაუგებარი და უგუნური მგონია.

P.S. მე რომ პოლიტკას რომ გავემიჯნე, პირველად თითქმის 30 წლის მანძილზე აქციაზე არ წავედი, რომელსაც პრინციპში ვგულშემატკივრობდი და ფბ-დან ვეხმიენებოდი მხოლოდ", - წერს თინა ხიდაშელი.

ტეგები