"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეთა უსაფრთხოებაა"
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2018 17:07
"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეთა უსაფრთხოებაა"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატის გაძლიერება და ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებაა.

"ეს გამოიხატა როგორც 11 მაისის ღონისძიების დროს, ასევე გუშინდელ აქციაზე. შსს და მთლიანად სახელმწიფოს ქმედებებში იკითხებოდა მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე სიტყვისა და აზრისა გამოხატვის უფლების ზედმიწევნით დაცვა! ამ ორი უფლების უნაკლო დაცვა, ჩვენს სახელმწიფოს თითქმის არასდროს გამოსვლია ერთდროულად. მუდმივად ირღვეოდა და ფეხქვეშ ითელებოდა უსაფრთხოების დაცვის  იმპულსით მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. ჩემი აზრით გუშინდელი დღის შემდგომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ამ ტემპით  და პრინციპების დაცვით საქართველო  ძალიან მალე, ამაყად, დაიბრუნებს თავის ისტორიულ ადგილს, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოთა შორის", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ტეგები