ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2018 21:53 · 1156 ნახვა
ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. დანაშაული სავარაუდოდ შურისძიების მოტივით მოხდა და ის შესაძლოა წლებისწინანდელ სისხლის გარჩევას უკავშირდებოდეს.

პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

ის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მიყენებული ჭრილობების შედეგად, მალევე გარდაიცვალა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტეგები