სოფიო ქაცარავამ „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 11:34
სოფიო ქაცარავამ „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ NDI-ს და CRRC-ის ორგანიზებით გამართულ „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

„მივესალმები ისეთ ფორმატებს, სადაც ექსპერტები, პარლამენტის, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ დეზინფორმაციის შესახებ. თანამიმდევრულობა, კოორდინაცია და კომუნიკაცია ის ძირითადი ასპექტებია, რაც დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია გამოვარჩიოთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისგან, ვინაიდან სტრატეგიული კომუნიკაცია ბევრად უფრო ფართო და მრავალმხრივია. ეს უნდა იყოს ეროვნული პოლიტიკის თანმდევი და ეროვნული ნარატივის ფუძე, რაც ჩართავს პროცესის ყველა დაინტერესებულ მხარეს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში, პარლამენტის ზედამხედველობის როლი აღნიშნა.

ტეგები