დიმიტრი ცქიტიშვილი საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 17:09
დიმიტრი ცქიტიშვილი საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნული ცენტრი ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობს - ესაა შრომითი უფლებები და გენდერული საკითხები. შეხვედრაზე, ბუნებრივია, ძირითადი ყურადღება შრომითი უფლებების საკითხებს, მათ შორის ქალთა შრომითი უფლებების დაცვას დაეთმო.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუმრებს გააცნო გენდერული საბჭოს საქმიანობა, ზოგადად, ქვეყანაში გენდერული პრობლემატიკა, უკვე მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები.

„ვისაუბრეთ ზოგადად გენდერული საბჭოს საქმიანობაზე, როგორც არსებულ მიღწევებზე, ასევე იმაზე, თუ რას ვაპირებთ მომავალში. ასევე განვიხილეთ მათი მონაწილეობის შესაძლებლობები სხვადასხვა პროექტებში“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დაისახა გეგმები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაღრმავებაზე.

ტეგები