სოფიო ქაცარავა ლორა როზენბერგერს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 18:56
სოფიო ქაცარავა ლორა როზენბერგერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა გერმანიის მარშალის ფონდის დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორს ლორა როზენბერგერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და საქართველოს პოლიტიკისა და უსაფრთხოებისთვის მის მნიშვნელობას.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა გერმანიის მარშალის ფონდის კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ფონდთან კავშირების კიდევ უფრო გამყარების სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მისი ხელშეწყობის მიმდინარეობა, რაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

ტეგები