პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა არ მეძლევა - ანა სუბელიანი
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 20:07 · 492 ნახვა
პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა არ მეძლევა - ანა სუბელიანი

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სუბელიანი აცხადებს, რომ სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია და მიმდინარე პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა არ ეძლევა. ამის შესახებ სუბელიანი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„უამრავი ადამიანი მეკითხება იმის შესახებ, თუ რა სიახლეებია. კითხვებს მისვამს მედია. მეც ვგრძნობ ამ ყველაფერზე უდიდეს პასუხისმგებლობას, რადგან სხვა ადამიანებთან ერთად, ვიყავი ამ პროცესის სათავეში. მაგრამ პასუხები არ მაქვს! ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. გახარიასთან შეხვედრაზე, როგორც სხვა პირები მეუბნებიან, შსს-ს წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ანა სუბელიანი არ უნდა შესულიყო ამ შეხვედრაზე. იმის შემდეგ მუდმივად ვცდილობ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. მეც თქვენთან ერთად ველოდები ინფორმაციას, ველოდები გამჭვირვალობას!"- წერს ანა სუბელიანი.

ტეგები