„მარშის წევრობა არ ტეხავს, მაგრამ არ ვარ!“ - მელორ ვაჩნაძე
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 20:15 · 96 ნახვა
„მარშის წევრობა არ ტეხავს, მაგრამ არ ვარ!“ - მელორ ვაჩნაძე

მელორ ვაჩნაძე დღეს გავრცელებულ ფოტოს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ეს ხალხი ან იდიოტია... ეს ფოტოები, რომ ავრცელებთ კომპრომატივით, ღიად მიდევს სურათებში! არავისი მხარდამჭერი არ ვარ! ნაცისტებს და მოძალადეებს საერთოდ ვ... გალერიშიც დავდივარ რომ მინდა, მტკვარზეც, ფორჯიბითზეც და ევროპის ისეთ კლუბებში და ფესტივალებზე რომ არც დაგესიზმრებათ! მარშის წევრობა არ ტეხავს, მაგრამ არ ვარ! ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და მე ხალხთან პოლიტიკური კუთვნილებით ან სოციალირი მდგომარეობით არ ვმეგობრობ! ვარ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ქართველებს შორის! რადიოშიც მიმუშავია და ტელევიზიაშიც და კარგადაც მახსენდება ის დრო... იმდენი მაქვს „ნაგულავები" ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ქვეყნის და ოჯახის სიყვარულს არსად არ ვივიწყებ! რუსი ოკუპანტია, მაგასაც გეტყვით! მაგათი... რუსთაველზეც იმიტომ ვიყავი რომ სიტუაცია რითიც შემეძლო განმემუხტა! მაგარამ შევებრძოლები ყველას, ვინც ქვეყმის იმიჯს აზარალებს და განზრახ აზიანებს საერთაშორისო დონეზე! ვინც ეწევა ნარკომანიის პროპაგანდას და ითხოვს არა დეკრიმინალიზაციას არამედ ლეგალიზაციას! ვინც იცავს ნარკორეალიზატორებს „ბარიგებს"! ვინც მართულია მოძალადე პოლიტიკური ძალისგან და რევოლუციით იმუქრება!ტელევიზიები რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის და გარყვნილების პროპაგანდას ეწევა და იტყუება თითქოს მათზე ვინმე ძალადობს! ვგმობ გმირების ხსოვნის ან მათი მემორიალის შეურაცხყოფას! ვებრძვი სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან ძალადობის ნებოსმიერ გამოვლინებას! და უამრავი რამ რაც ჩვენს ქვეყანას აზიანებს! არცერთი საქართველოს მოქალაქე არაა დასაკარგი! P.S. იმედია გაიგეთ ჩემი პოზიცია და თუ ვერ გაიგეთ მოვა დრო და გაიგებთ. მეც დამიშვია ცხოვრებაში შეცდომები და მეც გადამიზედმეტებია, მაგრამ უკვე ძალიან დამღალეთ.  აწი მე არავის არაფერი აღარ ავუხსნ... თქვენი მეგობარი: მ.ვაჩნაძე".

ტეგები